ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 2025 წლის 23 აპრილს გამართავს ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 149-ე წლისთავისადმი მიძღვნილ პროფესორ-მასწავლებელთა ინტერდისციპლინურ სამეცნიერო კონფერენციას – ივანე ჯავახიშვილი – 149.
იმუშავებს შემდეგი სექციები:
· ისტორია
· ენათმეცნიერება
· ლიტერატურათმცოდნეობა
· კავკასიოლოგია
· ფილოსოფია
· ეთნოლოგია
· არქეოლოგია
· კულტურის კვლევები
· ხელოვნებათმცოდნეობა
კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: მოხსენება.
კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება – 15 წუთი.
მსჯელობა – 5 წუთი.
საკონტაქტო ელ. ფოსტა: research.humanities@tsu.ge
საკონტაქტო პირი: ასოც. პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი
თეზისების გადმოგზავნის ბოლო ვადაა 2025 წლის 1 აპრილი.
იხ. თეზისების გაფორმების წესი:
გაერთიანებულ დოკუმენტში (MS Word-სა და იდენტური შინაარსის შემცველ PDF-ში) გთხოვთ შეიტანოთ შემდეგი მონაცემები:
1. ავტორის სახელი და გვარი ქართულად და ინგლისურად;
2. თეზისების სათაური ქართულად და ინგლისურად;
3. ორგანიზაციის დასახელება ქართულად და ინგლისურად;
4. ფაკულტეტის დასახელება ქართულად და ინგლისურად;
5. თეზისების ძირითადი ტექსტი (MS Word-ით და pdf-ფორმატით) ქართულად და ინგლისურად;
6. 3-5 საკვანძო სიტყვა ქართულად და ინგლისურად;
7. ფორმატი — A4
8. შრიფტი — UNICODE (Sylfaen)
9. თეზისების /სტატიის ძირითადი ტექსტი დაიწყეთ მომდევნო, ახალი გვერდიდან, 12 ზომის შრიფტით.
10. ფოტოების და სხვა გრაფიკული გამოსახულების კომპიუტერული ვარიანტი შესრულებული უნდა იყოს JPG ფორმატში.
11. თეზისის მოცულობა: 500-600 სიტყვა.
12. თავფურცელი გააფორმეთ შემდეგი თანმიმდევრობით:
· ავტორ(ებ)ი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
· სათაური — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
· ორგანიზაცია, მაგ., ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
· ფაკულტეტის დასახელება — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
· ბოლოს — საკვანძო სიტყვები.